საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

სურათი

1921 წლის კონსტიტუციის მიღების 92 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე: “1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივი ასპექტები“. მოხსენებები წარმოადგინეს ასევე ბსუ-ს პროფესორებმა ნუგზარ ფუტკარაძემ, მალხაზ ნაკაშიძემ და ოთარ გოგოლიშვილმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: „1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით გათავალისწინებული ადამიანის ძირითად უფლებები“, „მმართველობის სისტემის ძირითადი თვისებები საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტუტუციის მიხედვით“ და „საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ბათუმში 1921 წლის თებერვალ-მარტში“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გაიმართა ქვეყნის პირველი კონსტიტუციის მიღების ამსახველი ფოტოგამოფენა


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა