ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში აჭარის ღია ჩემპიონატი გაიმართა მკლავჭიდში. შეჯიბრი ხუთ წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში 80-მდე სპორტსმენთან ერთად უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების გუდნი „დარია“ მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და ორი ოქროს, რვა ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებული სტუდენტები: ონისე თავართქილაძე, ზაზა ვაშაყმაძე, არჩილ ხოზრევანიძე, ფირუზ ჭელიძე, პაატა შავაძე და ანდრეი ფედორინოვი მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც თბილისში, 10 აპრილს გაიმართება.
უკან |