სააქტო დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სკოლის “ევრო 2000”-ის ერთობლივი პროექტის „ფრანკოფონიის“ ფარგლებში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა. საღამოს მონაწილეებმა კვირეულის ეგიდით ჩატარებული ღონისძიებები შეაფასეს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართულ-ფრანგული კულტურის ურთიერთობებს. კონცერტის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ირაკლი ბარამიძემ ბსუ-ში ჩატარებული კონკურსის ,,BONJOUR la FRANCE“-ის გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსხოვრო საჩუქრები გადასცა.
უკან |