ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაში მიიღეს მონაწილეობა. ცნობილი მკვლევრის მუზეუმში გამართულ კონფერენციაზე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მოხსენებები წარმოადგინეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ისაუბრეს მის მიერ შესწავლილ ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობაზე, სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიისა და არქიტექტურის კვლევებზე, საქართველოს განძის დაცვისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში შეტანილ წვლილზე.
უკან |