ასთმის და ალერგიის საერთაშორისო კონგრესის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა

სურათი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ალიოშა ბაკურიძეს შეხვდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა 2013 წლის 6-8 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში დაგეგმილი ასთმის და ალერგიის საერთაშორისო კონგრესის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოს მიმდინარეობა, კონგრესის მუშაობაში რიზეს და ტრაპზონის უნივერსიტეტის რექტორთა მონაწილეობის საკითხები და სამეცნიერო პროგრამის დეტალები. ასევე გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება სამეცნიერო სესიების თავმჯდომარეებთან, სოციალურ პროგრამასთან, გახსნის ცერემონიასთან, ტექნიკურ საკითხებში უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობასთან დაკავშირებით.
ასთმის და ალერგიის საერთაშორისო კონგრესი საქართველოს რესპირაციული ასოციაციისა და თურქეთის აკადემიური რესპირაციული საზოგადოების ორგანიზებით, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარის პატრონაჟით ტარდება. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 400-მდე, თურქეთის (სტამბულის, ანკარას, სამსუნის, ტრაბზონის, გაზიანტეპის უნივერსიტეტებიდან და სამედიცინო ცენტრებიდან) და აზერბაიჯანის 100-ზე მეტი წამყვანი ექიმი და პროფესორი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა