9 აპრილი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 24 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურისა და სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გამართული სამეცნიერო სესია „1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი". მომხსენებლებმა 1989 წლის 8-9 აპრილს მომხდარი ისტორიული ფაქტები შეაფასეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან ასევე გაიმართა ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოქრონიკის ჩვენება, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკულ ღამეს დაღუპული გმირები, სანთლები დაანთეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიების ფარგლებში მსვლელობა მოეწყო ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლის მიმართულებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა