ფრანგული ინსტიტუტისა და რენი 1-ის უნივერსიტეტის წარმომადგნლების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანგული ინსტიტუტის სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშე ტერი ბურტე, რენი 1-ის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში პიერ ვან დე ვეგი და რენი 1-ის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ევროპული პროექტების კოორდინატორი ელის გოტიე ეწვივნენ. უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა თანამშრომლობა რენი 1-ის უნივერსიტეტთან და კონსორციუმის შექმნა საფრანგეთის სხვა ხუთ უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებასთან როგორც სასწავლო, ასევე კვლევითი მიმართულებით. მომავალი კონსორციუმი ითვალისწინებს პროფესორების, სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შექმნაზე, რომელიც სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში თამარ სირაძე, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი გიორგი თავამაიშვილი და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი თამარ მაჭუტაძე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა