ნათია სირაბიძის საჯარო გამოსვლის პრაქტიკული სახელმძღვანელოს "წარმატების გასაღები" წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ავტორი საჯარო სიტყვის პრობლემებს იკვლევს თანამედროვეობასთან მიმართებაში. ნაშრომში მოცემულია ორატორული ხელოვნების ისტორია, ქართველ და უცხოელ ორატორთა გამოსვლების ნიმუშები. წიგნში თეორიულ მასალასთან ერთად წარმოდგენილია პრაქტიკული რეკომენდაციები. სახელმძღვანელოს წარდგინების შემდეგ ავტორმა სტუდენტებისათვის ღია ლექცია წაიკითხა დარწმუნების ტექნოლოგიებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და წიგნის ავტორმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
უკან |