ბსუ-ს ექსპედიცია „გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროექტის „გოდერძის უღელტეხილის ისტორია და ეთნოარქეოლოგია“ ფარგლებში, გოდერძის უღელტეხილის მიდამოებში, ბეშუმსა და მის მიმდებარე წიწვოვანი ტყის ტერიტორიაზე დაზვერვითი ეთნოარქეოლოგიური კვლევა ძიება მიმდინარეობს. კურორტის ჩრდილო აღმოსავლეთით, ჭედელეთის ტყეში მდებარე ძველ ნამოსახლარებში მიწური და ნახევრად მიწური მშრალი ქვის წყობით ნაგები საცხოვრებელი კომპლექსებია განლაგებული. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მიკვლეულია ღია კერები, ხარო, თონე, მრავალფეროვანი დანიშნულების კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები.

ეთნოარქეოლოგიური დაკვირვები როგორც ცხადყოფს, გოდერძის უღელტეხილის ნამოსახლარები მნიშვნელოვანი ძეგლებია, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი გახდება ქართველი ხალხის წინაპრების, კერძოდ, სამხრეთ საქართველოს ძველი და უძველესი მოსახლეობის კულტურული ფასეულობების – სამეურნეო-კულტურული მიღწევებისა და ცხოვრების სოციალური წესის, განსაკუთრებით, დასახლების სისტემის, საცხოვრებელი ნაგებობებისა თუ სხვა ტიპის მატერიალური და სულიერი ღირებულებების რეკონსტრუქცია.

უნივერსიტეტის მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტს ხელმძღვანელობს ბსუ-ს პროფესორი ნუგზარ მგელაძე და საველე ეთნოარქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართულნი არიან: არქეოლოგიის დოქტორი კახა ქამადაძე, ბსუ-ს უნივერსიტეტის დოქტორანტი სულხან ოქროპირიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი თემურ ტუნაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგები გოდერძი ნარიმანიშვილი და ნინო შანშაშვილი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა