
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით 2018 წლის 31 აგვისტოს - 1 სექტემბერს, სახალხო ზეიმის - „ბათუმობა“ ფარგლებში, ტარდება ბათუმის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისადმი მიძღვნილ IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა”. კონფერენციაზე საქართველოსა (ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, გორი) და უცხოეთის (რუმინეთი, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი) უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები 40-ზე მეტ სამეცნიერო მოხსენებას წარმოადგენენ.
კონფერენცია მუშაობას დაიწყებს 31 აგვისტოს, 13:00 სთ-ზე.
მისამართი: ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი, აუდიტორია №328
უკან |