დაიწყო 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობის პროცესი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერისტეტი  2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს რიგგარეშე მობილობას. მსურველებმა 2018 წლის 5,6,7,10,11,12 სექტემბერის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/აკადემიური ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ე) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების დამოწ­მე­ბული ასლი;

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კრედიტების აღიარების დასკვნაზე თანხმობის შესახებ განცხადების რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 14,17 სექტემბერის ჩათვლით.

 

მისამართი: ნინოშვილის ქუჩა № 35, ოთახი № 129  (კანცელარია)

ბრძანება 01-08/106

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა