პირველკურსელთა რეგისტრაცია!

რეგისტრაციის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, ბსუ-ში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია იწარმოებს ფაკულტეტების მიხედვით 10 სექტემბრიდან 25  სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართზე:

ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №32, IIკორპუსი, III სართული, ცენტრალური ფოიე.

10-11 სექტემბერი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ქართული ფილოლოგია, ისტორია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, ფილოსოფია, თურქეთისმცოდნეობა.

12-13 სექტემბერი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ფინანსები, მენეჯმენტი, ეკონომიკა, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, მარკეტინგი.

13-14 სექტემბერი - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია.

17-18 სექტემბერი - ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები.

17-18 სექტემბერი - განათლების ფაკულტეტი: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.

19-20 სექტემბერი - იურიდიული ფაკულტეტი: სამართალმცოდნეობა.

21, 24 სექტემბერი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები

21, 24 სექტემბერი - ტექნოლოგიური ფაკულტეტი: მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია,  არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია.

24-25 სექტემბერი -ტურიზმის ფაკულტეტი: ტურიზმი.

რეგისტრაციისათვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).

უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე სწავლის დაწყებამდე  ბსუ-ში სწავლის უფლების მქონე პირი ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, გადაიხადოს პირველი სემესტრის სწავლის საფასური (შესაძლებელია ეტაპობრივად გადახდა, მაგრამ არანაკლებ 800 ლარისა, 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით)

პირველკურსელებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

ბანკის კოდი - TRESGE 22;

მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289.

დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი-გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;

რეგისტრაციისას დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებსა და სტიპენდიებზე, შემოქმედებით და სპორტულ წრეებზე.

სასწავლო პროცესი დაიწყება 1 ოქტომბერს!

  ბრძანება 01-08/103

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა