პროფესორი გურამ თევზაძე გარდაიცვალა

სურათი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და აკადემიური საბჭოს წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემერიტუსი,  ცნობილი მეცნიერი გურამ თევზაძე. პროფესორი გურამ თევზაძე 2005 წლამდე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნინვერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. აღიარებულმა ფილოსოფოსმა შექმნა თანამედროვე ქართული ფილოსოფიური სკოლა და უდიდესი წვლილი შეიტანა ახალი თაობის მეცნიერების აღზდაში.

პროფესორი გურამ თევზაძე ავტორია 218 ნაშრომის, მათ შორისაა: ,,ანტიკური ფილოსოფია“, ,,შუა საუკუნეების ფილოსოფია“, ,,აღორძინების ეპოქის ფილოსოფია“, ,,ახალი ფილოსოფიის ისტორია“, ,,XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია“, ,,იმანუელ კანტი“, ,,გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“, ,,ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა“, ,,ვალენტინ ვაიგელი“,,თეოფრასტე პარაცელსი“ და სხვ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გურამ თევზაძის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს და სრულიად ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა