გარდაიცვალა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გენადი მახარაძე. ბატონმა გენადი მახარაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიბლიოთეკის განვითარებაში, მის სახელს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებო პროექტის განხორციელება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გენადი მახარაძის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახსა და ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექტივს.
უკან |