სტომატოლოგიის სპეციალობებში გადამზადების მსურველთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ექიმთა გადამზადების შემდეგ პროგრამებზე:  სუბსპეციალობა - „პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“,   სპეციალიზაცია  -  ,,ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია.

  • სუბსპეციალობა - „პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“-  კვოტა 6;
  • სპეციალიზაცია  -  ,,ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია - კვოტა - 3.

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2018 წლის 26 სექტემბრიდან  1 ოქტომბრის   ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი თერაპიულ ან ორთოპედიულ სტომატოლოგიის სპეციალობაში;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა