აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „არაფორმალური განათლების ცენტრი“ აგრძელებს პროექტის  - „უნივერსიტეტი-სკოლას“ - განხორციელებას!
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებს აბიტურიენტთა მოსამზადებელი  ჯგუფები, შემდეგ საგნებში:

  • ზოგადი უნარები (ვერბალური ნაწილი)
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ისტორია

აბიტურიენტებს, შეუძლიათ,  აირჩიონ ერთი ან რამდენიმე საგანი.

მოსამზადებელ ჯგუფებში რეგისტრაციის თანხა შეადგენს 20 ლარს, თითოეული საგნისთვის.

ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყება 1 ოქტომბერს და გაგრძელდება 10 ოქტომბრის ჩათვლით.
საინფორმაციო შეხვედრა შედგება 12 ოქტომბერს.

მეცადინეობები დაიწყება 15 ოქტომბრიდან, საღამოს საათებში, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

მეცადინეობების დასრულების შემდეგ ჩატარდება იმიტირებული გამოცდები (2019 წლის ივნისი).

მეცადინეობებს ჩაატარებენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, მათ კონსულტაციას გაუწევენ უნივერსიტეტის გამოცდილი პროფესორები (ასოც. პროფ. ლალი ანთიძე, ასოც. პროფ. ნანა ცეცხლაძე, ასოც. პროფ. ჯემალ კარალიძე, პროფ. რ. ხალვაში).

დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ ცენტრის კოორდინატორებს:

თენგიზ გობაძე (ზოგადი უნარები): 577 27 02 21
სოფიკო თურმანიძე (ქართული ენა და ლიტერატურა): 558 42 05 88
ზვიად ჩხენკელი : 595 74 00 40
რუსუდან გოგიავა : 558 95 60 80
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა