ჩინური ენის კურსები ბსუ-ში

სურათი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, უკვე მეორე წელია, არჩევითი სასწავლო კურსის სტატუსით,  ჩინური ენის სწავლება მიმდინარეობს. ბსუ-ს სტუდენტებს საშუალება აქვთ ენის შესწავლა სრულიად უფასოდ, თავისუფალი კრედიტების სახით, ნულოვანი დონიდან დაიწყონ.

ჩინურ ენას სტუდენტები დაეუფლებიან საქართველოში გამოცემული ქართულენოვანი სახელმძღვანელოს - „ჩინური ენის პრაქტიკული კურსისა“ და აუდიო მასალების მეშვეობით. ისინი ენასთან ერთად, ჩინურ კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას გაეცნობიან. კურსი როგორც სასაუბრო ნაწილის, ასევე იეროგლიფების შესწავლას ითვალისწინებს.  ჯგუფს  მოწვეული პედაგოგი დავით ანდღულაძე, ხელმძღვანელობს, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულია და  ჩინეთში ხუნანის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ჩინური  ენის სწავლება უნივერსიტეტში ბსუ-სა და კონფუცის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო. კონფუცის ინსტიტუტი დაინტერესებულია, დახმარება აღმოუჩინოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ჩინური ენის, ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის დაარსებასა და განვითარებაში.

სწავლების პროცესში ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები ჩინური ენის დონის საერთაშორისო  სერტიფიკატის (HSK) გამოცდისთვის.

საკონტაქტო პირი: დავით ანდღულაძე 555 45 01 01

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა