ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორ-მასწავლებლებმა მოხსენებები წარმოადგინეს ქართული ენის სიწმინდეზე, მშობლიური ენის სწავლებისა და უფლებების დაცვის პრობლემეტიკაზე. ენათმეცნიერებმა ტრადიციულ სესიაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგებთან ერთად ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორების ახალი წიგნები შეაფასეს და 1978 წლის 14 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. 14 აპრილს დედაენის დღის აღსანიშნავად მსვლელობა უნივერსიტეტიდან დაიწყება და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დასრულდება. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ძეგლს ყვავილებით შეამკობენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა