19, 20, 21 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური კონკურსი „ჰაკატური“ ( Hack a Tour) გაიმართება, სადაც ბსუ-ს სტუდენტებს, სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონში მიმდინარე ონლაინ ჰაკათონში და წარმოადგინონ ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ინოვაციური გზები.
ჰაკათონის მიზანია ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარებისა და რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნა.
ჰაკათონი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით.
ჰაკატურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე
უკან |