„დემოკრატიული არჩევნები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება და დღევანდელობა“

სურათი

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (#516 აუდიტორია) გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია ,,დემოკრატიული არჩევნები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება და დღევანდელობა“. კონფერენცია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ, 1918 წლის 22 ნოემბერს მიღებული დებულების  „დამფუძნებელი კრების არჩევნების“ 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენცია ტარდება  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,  ილიაუნის პოლიტლოგიის იმსტიტუტის და საქართველოს პოლიტიკის მეცნიერების ასოციაციის ორგანიზებით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა