სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრაში 93 სტუდენტი და სამი საინიციატივო ჯგუფი: „ალტერნატიული ინიციატივა“, „გულო თურმანიძის საინიციატივო ჯგუფი“ და „აპოლიტიკა“ მონაწილეობდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 6 საარჩევნო უბანზე 4 250-მდე სტუდენტს შეეძლო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ხმის მიცემის პროცედურას საარჩევნო სუბიექტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა