საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი ახორციელებს პროექტს "საინფორმაციო სესიები შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით".
პროექტის ფარგლებში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული სასწავლო, გაცვლით და სტაჟირების პროგრამები.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების და შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ. ასევე გადაეცემათ საინფორმაციო ფლაერები პროგრამების და საჭირო ინტერნეტ რესურსების თაობაზე.
შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 7 დეკემბერს, 13:00 საათზე, 328-ე აუდიტორიაში.
უკან |