სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების მიხედვით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის 79 მაჟორიტარი წევრის ვინაობა ცნობილია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების საფუძველზე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის კენჭისყრის შედეგები გაუქმდა და 5 წევრს სტუდენტები 18 აპრილს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე აირჩევენ. გარდა ამისა, ექვსმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვა, რომელთაგან სამი გამარჯვებული სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოში 19 აპრილს, პირველ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ამავე შეკრებაზე აირჩევენ თავმჯდომარეს, რომელთა კანდიდატები არჩევნებში მონაწილე სტუდენტური კოალიციების ლიდერები არიან. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის სტუდენტური გაერთიანება „აპოლიტიკა“ ლიდერობს.
უკან |