კონკურსი სტუდენტებისთვის!

სურათი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს დერეფნის ინტერიერის დიზაინის კონკურსს სტუდენტებისთვის. კონკურსის მიზანია სტუდენტების ჩართულობით ცენტრის დერეფნის ინტერიერიერის დიზაინის განახლება. კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეიმუშავოს ცენტრის ინტერიერის დიზაინის კონცეფცია და წარმოადგინოს პროექტი. წარმოდგენილი იდეა უნდა შეესაბამებოდეს ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:https://eqe.ge/geo/static/55/mission-and-vision

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი. გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება ტაბლეტით (Lenovo Yoga Tab 3 10``LTE (YT3-X50M)) და ასევე, გადაეცემა სერთიფიკატი.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტის ავტორმა, ცენტრის მატერიალური მხარდაჭერით, თავად უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი იდეის განხორციელებაც.  

კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:

რამდენად პასუხობს  ნამუშევარი მოცემულ თემატიკას;
რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია;
რამდენად განხორციელებადია მცირე ფინანსური დანახარჯებით.

პროექტი არ უნდა წარმოადგენდეს სხვისი ნამუშევრის პლაგიატს და დაცული უნდა იყოს ცენზურა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა, ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე jobs@eqe.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრები, რომელსაც თან უნდა დაურთოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, კურსი, საგანმანათლებლო პროგრამა, საგანმანათლებლო დაწესებულება და პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

გთხოვთ, წერილის სათაურში („Subject“) მიუთითოთ ტექსტი „დერეფნის ინტერიერის დიზაინის კონკურსი“. კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრის თანამშრომელს მარიამ ღამბაშიძეს: http://http://m.ghambashidze@eqe.ge

 

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა