უნივერსიტეტში მეგობრობის ენათა ცენტრი გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შევქეთ ერჯან თუნჩიმ მეგობრობის ენათა ცენტრი გახსნეს. ცენტრის მიზანია სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უფასოდ შეასწავლოს თურქული ენა. სასწავლო წლის ბოლოს წარჩინებული სტუდენტები თურქეთის 19 მაისის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში თურქული ენის შემსწავლელ კურსებს გაივლიან. მსმენელებს შესაძლებლობა მიეცემათ წელიწადში ორჯერ იმოგზაურონ თურქეთის რესპუბლიკაში, გაეცნონ თურქეთის კულტურასა და ტრადიციას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა