პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ შოთა რუსთაველის დარბაზში ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო ენა, ე. წ. რეგიონული ენები, რეგიონალიზმი და საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია“. ენათმეცნიერმა საქართველოს ენობრივ-ეთნიკური დინამიკა წარმოადგინა, ისაუბრა როგორ განიხილება ეს საკითხი თანამედროვე მსოფლიოსთან მიმართებაში. მკვლევარმა ლექციაზე განმარტა ტერმინები „რეგიონი“, „რეგიონალიზმი“ და „ევროპული ქარტიის“ ტერმინი „რეგიონული ენა ან უმცირესობის ენა“. ასევე განიხილა საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია ქართულ ენასთან მიმართებაში და ყურადღება გაამახვილა კონცეფციაში შესატან დამატებით პუნქტებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ქართული ენის ენობრივ-ეთნიკური დანაწევრება და მისი თანმდევი მძიმე მოვლენები. საჯარო ლექციას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკან |