სააქტო დარბაზში სასტუმრო ,,SHERATON BATUMI“-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს სასტუმროში არსებული ვაკანსიები, სტაჟირების პირობები და 2013 წლის საზაფხულო სტუდენტური დასაქმების სიახლეები წარუდგინა. ასევე შედგა კომპანია ,,STARWOOD“ - ისა და სასტუმრო ,,SHERATON BATUMI“ -ის პრეზენტაცია. სტუდენტები სასტუმროში არსებულ სტანდარტებს, საერთაშორისო მოთხოვნებს, საფასო პოლიტიკასა და განვითარების სტრატეგიას გაეცნენ. სასტუმრო ,,SHERATON“-ში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტია დასაქმებული.
უკან |