საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სტუდენტებს შეხვდა

სურათი

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ქვეყნის ომბუდსმენმა ახალგაზრდებს 2012 წლის ანგარიში წარუდგინა, აპარატის საქმიანობაზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო. სტუდენტები ამნისტიით, სასჯელაღსრულების სისტემით, მიწის რეფორმითა, დევნილების პრობლემებით, ბავშვთა უფლებების დაცვითა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უფლებათა დამცველმა ახალგაზრდების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა