სასტუმრო ,,SHERATON BATUMI“-ში III-IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულებისათვის „დასაქმების ფორუმი - 2013“ გაიხსნა. სააგენტო HR-ის მიერ ორგანიზებულმა ფორუმმა ახალგაზრდებს 17 კომპანიის ვაკანსიები შესთავაზა. ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებში სამსახურის დაწყების შესაძლებლობა სამი რეგიონის - აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის 4 სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცათ. საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილე აპლიკანტებს გაესაუბრნენ და დასაქმების პირობები გააცნეს.
უკან |