ამერიკელმა პროფესორმა ჯეიმს თორსონმა ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: „ლიტერატურის სწავლება“

სურათი

ამერიკელმა პროფესორმა ჯეიმს თორსონმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ღია ლექცია წაიკითხა თემაზე: „ლიტერატურის სწავლება“. ცნობილმა მეცნიერმა ამერიკული და ინგლისური ლიტერატურისადმი გაზრდილი ინტერესისა და იმ თანამედროვე ამერიკელი მწერლების შესახებ ისაუბრა, რომელთა შემოქმედებაც შეტანილია სასწავლო პროგრამებში. ხაზი გაუსვა ასევე ლესლი მარმონ სილკოს, კურტ ვონეგუტის, კარლ სენდბერგის, სტივენ კრეინისა და ამერიკელი ინდიელი მწერლების მნიშვნელობას. ლექციის დასასრულს, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა