წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება ტარდება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის #16 განკარგულების საფუძველზე, უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც საჭიროებენ წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინის ვაქცინაციას. სტუდენტები ვალდებულნი არიან ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა წარმოადგინონ უმოკლეს ვადაში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბსუ-ს ადმინისტრაცია განიხილავს ამ პირთათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხს.
წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები:
I - ეტაპი - 22.01.2019 – 28.01.2019 - სტუდენტთა გამოკითხვა სტუდენტურ პორტალზე აცრის სტატუსთან დაკავშირებით (აქვს თუ არა სტუდენტს აცრა გაკეთებული);
II - ეტაპი - 4.02.2019 – 6.02.2019 - აუცრელი სტუდენტების აცრა ბსუ-ს ორგანიზებით, 101 ოთახი, მეორე კორპუსი. 11:00 საათიდან - 16:00 საათამდე;
III - ეტაპი - 28.01.2019 – 28.03.2019 - აცრილი სტატუსის მქონე სტუდენტებმა შესაბამისი ცნობა უნდა წარმოადგინონ ფაკულტეტის სამდივნოებში.
საქართველოს მთავრობის განკარგულებაბრძანება Nº 01-02/05
უკან |