23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე

სურათი

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქციით აღნიშნეს. სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, ახალგაზრდებმა 300-მდე წიგნი შეაგროვეს და გაყიდეს. შემოსული თანხა წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდში გადაირიცხება. ის წიგნები კი, რომლებიც ერთდღიანი აქციის ფარგლებში არ გაიყიდება, სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს საჩუქრად გადაეცემა. წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე იუნესკოს გადაწყვეტილებით 1996 წლიდან აღინიშნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა