შოთა რუსთაველის დარბაზში ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა პროფესორ-მასწავლებლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების (აჭარა)“ IV ტომი და 2012 წლის სამეცნიერო მუშაობის შედეგები წარუდგინეს. ნარკვევში აჭარის 1921-1990 წლების საზოგადეობრივ-პოლიტიკური, სოციალური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის საკითხებია განხილული. ნაშრომში წარმოდგენილია უნიკალური საარქივო მასალა და საზოგადოებისათვის უცნობი ფაქტები. ნარკვევის IV ტომი გამოსაცემად ნ. ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა მოამზადა.
უკან |