გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი კონსტანტინე ღლონტი. ღვაწლომოსილმა მეცნიერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აჭარაში ეკონომიკური და სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით. გამოქვეყნებული ჰქონდა 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და დაჯილდოებული იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
უკან |