წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბსუ-ში

1 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტი უერთდება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივას და 11:00 საათიდან, უნივერისტეტის ფოიეში გამართავს საჯარო კითხვას. სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ყველა მსურველი წაიკითხავს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებს.

ღონისძიების ფარგლებში, გაგრძელდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროექტი  „ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ - მსურველები გადაწერენ პოემის სტროფებს. აღნიშნული აქცია ეხმაურება კალიგრაფიის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიომ რამდენიმე დღის წინ (23 იანვარს) აღნიშნა

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ 2010 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელთა რიგებს საქართველო 4 წელია შეუერთდა.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია-"Litworld".

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა