ახალგაზრდობის მომსახურების მსოფლიო დღეს მიეძღვნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გამართული „თანატოლთა მენტორობის პროგრამის“ წარდგინება. მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისეებმა ელისონ სტივენსმა და რიჩარდ ლეტენდრემ ახალგაზრდებს პროგრამის მნიშვნელობასა და მასში მონაწილეობის პირობებზე ესაუბრენ. პროგრამაში ჩართულობა სტუდენტებს ერთი მხრივ, დაეხმარება სწავლა-სწავლების უნარების გაუმჯობესებასა და დასაქმებაში, მეორე მხრივ, ახალგაზრდები თავის წვლილს შეიტანენ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში ფაკულტეტის წარმატების მიღწევაში.
უკან |