თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან არსებული თბილისის იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქი მხატვრის უმმუგულსუმ ფალას ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოფენას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე, იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის დირექტორი ბარიშ დემირი და სტუდენტები ესწრებოდნენ. ხელოვანმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ებრუს მეთოდით ხატვის სპეციფიკა გააცნო და მათთან ერთად რამდენიმე ნახატი შეასრულა. ებრუს მეთოდით მხატვრობა, ე. წ. წებოს ერთ-ერთი სახეობითა და სპეციალურად დამზადებული საღებავებით კონცენტრირებული წყლით ქაღალდზე გადატანილი დეკორატიული ხელოვნებაა. „ებრუს“, როგორც „თურქულ ქაღალდს“, „მარმარილოს ქაღალდს“ უწოდებენ.
უკან |