1. გამოცხადდეს არჩევნები ბსუ-ს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის 4 წლის ვადით დასაკავებლად.
2. ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება;
გ) სამოქმედო გეგმა.
3. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. #35, ოთახი #13), 2019 წლის 11 თებერვლიდან 2019 წლის 19 თებერვლის ჩათვლით, 10 სთ-დან 16 სთ-მდე.
4. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
გ) 2 ცალი ფოტოსურათი, ზომით ¾;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) სამოქმედო გეგმა;
ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ.
5. ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნები ჩატარდეს 2019 წლის 20-დან 26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში (ზუსტი თარიღი განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე ერთი დღით ადრე, აკადემიური საბჭოს სამდივნოს მიერ).
6. ბსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნებამდე ბსუ-ს აკადემიური საბჭო მოისმენს თითოეული კანდიდატის სამოქმედო გეგმას.
უკან |