ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა ბსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია)

2018-2019  სასწავლო წლისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ  ერაზმუს+ საგრანტო პროექტის  ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამას, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობას ზალცბურგის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.

მობილობა უნდა განხორციელდეს  2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში

კონკურსში მონაწილეობის პირობები :

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.

სტიპენდია ითვალისწინებს   მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019  წლის  15  თებერვალი, 18:00 საათი.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საბუთების ორიგინალები ბსუ-ს კანცელარიაში:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2/C1;
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
  • რეკომენდაციის წერილი(ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი ( Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები

  • საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად;
  • საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
  • კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.

შენიშვნა

  • აკადემიური პირებისთვის შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ-მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა