ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბრიტანელი გამომცემლის, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის რობერტ ჯარმანის წიგნის „აჭარა ბრიტანეთის ეროვნულ არქივებში“პრეზენტაცია. რობერტ ჯარმანიმ 2003 წელს, ასლან აბაშიძის ფონდის დაფინანსებით, სამ ტომად გამოსცა ბრიტანეთის ეროვნულ არქივებში აჭარის შესახებ დაცული ცნობები, რომლებიც მოიცავს პერიოდს 1830-იანი წლებიდან 1921 წლამდე. 2009 წელს გამოვიდა სამტომეულის მეორე, შევსებული და რედაქტირებული გამოცემა დოკუმენტების ინგლისურ და რუსულენოვანი აღწერილობებით. გამომცემელმა ასევე წარმოადგინა მესამე გამოცემის მეოთხე ტომის სასიგნალო ეგზემპლიარი, რომელშიც მხოლოდ 1840 წლის მასალებია შესული, რომელთა დოკუმენტების ნაწილი პირველად ქვეყნდება და სრულიად უცნობია ქართული ისტორიოგრაფიისათვის. გამომცემლის აზრით, აჭარის შესახებ არსებული დოკუმენტების სრული სახით გამოცემას ათი ტომი დასჭირდება. საპატიო დოქტორმა უნივერსიტეტს საჩუქრად მეორე და მესამე გამოცემების ტომები გადასცა.
უკან |