საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილე

სურათი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის იუბილე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება. 7 მარტს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები საჯარო ლექციებს წაიკითხავენ და გაიხსნება ფოტოგამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სტამბულის ქართულ სავანეში დაცული ფოტომასალა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ამსახველი ფოტოები.

საჯარო ლექციები:

1.„საქართველოს დამფუძნებელი კრების მოწვევა“ -  ასოცირებული  პროფესორი  ჯემალ კარალიძე, 7 მარტი, 12:00 საათი, 55-ე აუდიტორია;

2. „სტამბულის ,,ქართული სავანე“ როგორც პოლიტიკური თავშესაფარი“ - ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი შუშანა ფუტკარაძე, 7 მარტი, 13:00 საათი, 55-ე აუდიტორია;

3. „დემოკრატიული საქართველოს ინსტიტუციონალური რეფორმების ეკონომიკური ასპექტები“ - ასოცირებული პროფესორი პაატა აროშიძე, 7 მარტი, 14:00 საათი, 55-ე აუდიტორია;

ფოტოგამოფენა - 7 მარტი, 12:00 საათი, I კორპუსის ფოიე;

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა