ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ბსუ  უკვე რამდენიმე თვეა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონული დირექტორი მუჰამედ კეტატა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ღარიბაშვილი და  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ეგიდით მოწვეული მასწავლებელი მელოდი შომენი ეწვივნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბსუ-ს რექტორის მოადგილეებთან - თამარ სირაძესთან, ნათია წიკლაშვილთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და პრიორიტეტები განსაზღვრეს.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიზანია, ხელი შეუწყოს  ფრანკოფონი სტუდენტების რაოდენობის გაზრდას, სტუდენტების მიერ ფრანგული ენის ფლობისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებას,  მასწავლებლებისა და სტუდენტების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას, კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების ორგანიზების ხელშეწყობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა