ბსუ-ში საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ძალდატანებითი გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერისტეტში საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ძალდატანებითი გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1921 წლის მარტში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული გვარდიელების საფლავი ყვავილებით შეამკეს. პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „1921 წლის 25 თებერვალი საქართველოში“. ლექციის დასრულების შემდეგ კონფერენცია „აზროვნების განსაბჭოება“ ჩატარდა. სამეცნიერო სესიაზე მონაწილეებმა 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებულ მოვლენებზე დისკუსია გამართეს და ქვეყნის გასაბჭოების პროცესებზე იმსჯელეს. 

კონფერენციის „აზროვნების განსაბჭოება“ სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი ლალი ზაქარაძე.

კონფერენციის პროგრამა:

შესავალი: ასოცირებული პროფესორი გიორგი მასალკინი - „1921 წლის 25 თებერვლის ისტორიულ-ფილოსოფიური ანალიზი“.

მოხსენებები:

გიორგი ქავთარაძე - ფილოსოფიის დამატებითი სპეციალობის IV კ. სტუდენტი
თემა: -  გასაბჭოება და განსაბჭოება: „განსაბჭოების აუცილებლობა და მისი ისტორიული კონტექსტები“

დაჩი მეჯიდოვი - ფილოსოფიის დამატებითი სპეციალობის  IV კურსის სტუდენტი
თემა:  „Homo sovieticus“ -  საბჭოთა ადამიანის პარადიგმა

მარიამ მუთიძე - ფილოსოფიის სპეციალობის  I კურსის სტუდენტი
თემა:  „Homo sovieticus“-ის კრიტიკა  მერაბ მამარდაშვილთან

გიორგი ჭანიძე - ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრანტი
თემა: „აზროვნების სტატუსი საზოგადოებაში (სოციალური რეფლექსები)“

მარიკა ფუტკარაძე - ფილოსოფიის დამატებითი სპეციალობის IV კ. სტუდენტი
თემა: „სოციალური ქცევის გაუკუღმართებული ფორმები“

შეჯამება: პროფესორი ლალი ზაქარაძე - „აზროვნების მაინტეგრირებელი ძალა და თავისუფლება“.

საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ძალდატანებითი გასაბჭოების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა