ინკლუზიური განათლების სპეციალისტის (სპეციალური მასწავლებლის) შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

 
ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 4 მარტის N01-02/30 ბრძანებით გამოცხადებულ ინკლუზიური განათლების სპეციალისტის (სპეციალური მასწავლებლის) შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა კონკურსანტი მერი ჩიმაკაძე.
  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდეგში ,,სსსმ“) ბსუ-ს პროფესიული სტუდენტებისათვის ინკლუზიური განათლების სპეციალისტის (სპეციალური მასწავლებლის) შესარჩევად. 
  2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
    • ფლობდეს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (სასურველია განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი);
    • გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის განათლების მოდული;
    • უნდა ჰქონდეს სპეციალურ მასწავლებლად/ინკლუზიული განათლების სპეციალისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
    • უნდა იცოდეს საკონკურსო თემატიკა (,,პროფესიული განათლების შესახებ’ საქართველოს კანონი, ბსუ-ს წესდება, შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ინკლუზიური განათლების სპეციალისტის (სპეციალური მასწავლებლის) ფუნქციათა აღწერილობა). 
  3. სპეციალური მასწავლებლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს ერთი სტუდენტის შემთხვევაში - 300 ლარს (სტუდენტის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით).
  4. კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
    • განცხადება;
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • უმაღლესი განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლი/ასლები;
    • ავტობიოგრაფია (CV - შევსების თარიღის მითითებით);
    • ფერადი ფოტო (ზომა ¾);
    • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან/და სხვა).
  5. კონკურსის ვადები:
    • საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2019 წლის 5 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით; 
    • კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება - I ეტაპი და კონკურსანტებთან გასაუბრება - II ეტაპი) -  2019 წლის 12-13 მარტი;
    • საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო შედეგების საჯარო გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და კანცელარიასთან არსებული საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2019 წლის 14 მარტისა;
    • კონკურსანტის სააპელაციო საჩივრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღება  ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით - 2019 წლის 15 მარტს,  10 საათიდან 15 საათამდე;
    • სააპელაციო საჩივრის საკონკურსო კომისიის მიერ განხილვა და საბოლოო შედეგების   გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2019 წლის 15 მარტი;
    • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება - 2019 წლის 18 მარტიდან (შრომითი ურთიერთობის ვადა - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
  6. გასაუბრების ჩატარების დრო და ადგილი კონკურსანტებს ეცნობება საკონკურსო კომისიის მიერ, გასაუბრების ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე (სატელეფონო შეტყობინებით ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ინფორმირება).

რექტორის ბრძანება №01-02/29, 4 მარტი 2019 წელი
ინკლუზიური განათლების სპეციალისტის (სპეციალური მასწავლების) ფუნქციათა აღწერილობის დამტკიცების შესახებ


რექტორის ბრძანება №01-02/30, 4 მარტი 2019 წელი
ინკლუზიური განათლების სპეციალისტის (სპეციალური მასწავლებლის) შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ


რექტორის ბრძანება №01-02/31, 4 მარტი 2019 წელი
„პროფესიული განათლების მასწავლებელთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბსუ-ს რექტორის 2019 წლის 15 თებერვლის N01-02/16 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე.

  პროფესიული განათლების მასწავლებელთან დასადები შრომითი ხელშეკრულების ფორმა
  განცხადება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა