კონკურსი „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“

სურათი

სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 9 მარტის №4  გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიწყო 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სპეციალური სასწავლო სოციალური პროგრამის - „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“ განხორციელება.       

კონკურსში მონაწილეობს მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ბსუ-ს უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხურის I, II, III, IV, V, VI სასწავლო წლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტებს, სწავლების მე-2 სემესტრიდან.

საბუთების მიღება იწარმოებს 15 მარტამდე, ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში.

 

  ბრძანება 21-10/31
  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა