„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“

სურათი

ERASMUS+–ის ფარგლებში თსუ-ში პროექტის „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ („Raising Research Capacity of Georgian HEI’s through Developing R&D Units/HERD“) პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა (ლოკალური კოორდინატორი), სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა თამარ მაჭუტაძემ და სამეცნიერო კვლევების სამსახურის მთავარმა  სპეციალისტმა თამარ ფოლადაშვილმა. ორწლიანი პროექტის მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა და პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა.

პროექტი ასევე ითვალისწინებს კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას ადმინისტრაციული პერსონალისთვის და კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და 3 ევროპულ უნივერსიტეტთან (გერმანია, საფრანგეთი) ერთად  პროექტის მონაწილეა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა