დაიწყო რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი!

2018-2019  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის  დაიწყო რიგგარეშე შიდა მობილობის  პროცესი

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ,,აგრონომიის“ და ,,სატყეო საქმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის, ბსუ-ს „აგრარული ტექნოლოგიების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხვასთან დაკავშირებით.

რიგგარეშე შიდა მობილობის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2019  წლის  5, 6 მარტი

ბ) კრედიტების აღიარება - 2019  წლის  7 მარტი;

გ) კრედიტების აღიარების დასკვნაზე სტუდენტთა თანხმობის განცხადებების მიღება  - 2019 წლის 7 მარტი;

დ) შიდა მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების  მომზადება - 2019 წლის 11 მარტი;

ე) ჩარიცხვის ბრძანების სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაგზავნა - 2019 წლის 12 მარტი;

ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ,,აგრონომიის“ და ,,სატყეო საქმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვთ ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი, მიეცეთ შესაძლებლობა 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სტატუსის აღდგენის უფლების რეალიზაციის შემთხვევაში მათზე რიცხული ფინანსური დავალიანება დაფარონ 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურთან ერთად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა