ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით,
V საერთაშორისო ბიზანტინოლოგიური კონფერენცია
„ბიზანტინოლოგია საქართველოში – 5“
ჩატარდება 2019 წლის 11-14 ოქტომბერს ქ. ბათუმში.
კონფერენციის ძირითად თემად განისაზღვრა შემდეგი:
შავი ზღვა და შავიზღვისპირეთის ქვეყნები – კულტურათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინი IV-XV საუკუნეებში
თემატიკა, ბიზანტინოლოგიურ კვლევათა საზღვრებში, თავისუფალია. კონფერენციის სხდომები ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 -13 ოქტომბერს.
14 ოქტომბერს დაგეგმილია ექსკურსია ტრაპიზონში (მსურველთათვის).
პროგრამაუკან |