პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადება

1.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის  მე-3  სასწავლო წლის და ბსუ- ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

2.კონკურსანტმა 2019 წლის  14 მარტიდან 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (სტაჟირების გავლის წესით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად შევსებული);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) CV;

დ) ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან სასწავლო ბარათი;

ე) ერთი ფოტოსურათი (3X4)

ვ) ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამოტივაციო წერილი.

3. სტაჟიორთა შერჩევისას გაითვალისწინება: ინგლისური ენის არანაკლებ A2 დონეზე ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; სტუდენტის აკადემიური მოსწრება და მოტივაცია. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის კანდიდატს.

4. კონკურსის წესით შეირჩევა 4 სტაჟიორი (ორ-ორი სტაჟიორი, დღის პირველ და მეორე ნახევარში სამუშაოდ). შერჩეული კანდიდატები 2 თვის განმავლობაში გაივლიან  სტაჟირებას ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტში შემდეგი განრიგით:

ა) პირველ ცვლაში: ორშაბათი - პარასკევი 900 სთ-1300 სთ

ბ) მეორე ცვლაში: ორშაბათი - პარასკევი 1400 სთ-1800 სთ

5. შერჩეულმა სტაჟიორმა სტაჟირების პერიოდში უნდა შეასრულოს ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები.

6. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე განისაზღვრება წარმატებული სტაჟიორები, რომლებიც შესაძლებელია დასაქმდეს არაუმეტეს 6 თვიანი კონტრაქტით და მათზე გაიცეს სერთიფიკატები.

7. კონტრაქტით დასაქმების შემთხვევაში ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით.

ბრძანება

კომისიის შემადგენლობა, გასაუბრების დრო

  განაცხადი
  დებულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა