რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესი

2018-2019  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის  დაიწყო რიგგარეშე შიდა მობილობის  პროცესი

2018-2019  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბსუ-ს ,,დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო საგანანმანათლებლო  პროგრამაზე ,,დაწყებითი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთათვის

რიგგარეშე შიდა მობილობის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2019  წლის 20 და 21 მარტი.

ბ) კრედიტების აღიარება - 2019  წლის  22, 25 მარტი;

გ) კრედიტების აღიარების დასკვნაზე სტუდენტთა თანხმობის განცხადებების მიღება  - 2019 წლის 25 მარტი;

დ) შიდა მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების  მომზადება - 2019 წლის 26 მარტი;

ე) ჩარიცხვის ბრძანების სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაგზავნა - 2019 წლის  27 მარტი;

ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ,,დაწყებითი განათლების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვთ ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი, მიეცეთ შესაძლებლობა 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სტატუსის აღდგენის უფლების რეალიზაციის შემთხვევაში მათზე რიცხული ფინანსური დავალიანება დაფარონ 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურთან ერთად.

 

2019 წლის იანვარში აკრედიტირებულ ბსუ-ს „ბიზნესის ადმინისტრირების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და 2018 წლის ოქტომბერს აკრედიტირებულ ,,ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე  სტატუსშეჩერებულ სტუდენტთათვის

რიგგარეშე შიდა მობილობის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2019  წლის 20 და 21 მარტი.

ბ) კრედიტების აღიარება - 2019  წლის  22, 25 მარტი;

გ) კრედიტების აღიარების დასკვნაზე სტუდენტთა თანხმობის განცხადებების მიღება  - 2019 წლის 25 მარტი;

დ) შიდა მობილობით სტუდენტთა ჩარიცხვის ბრძანების  მომზადება - 2019 წლის 26 მარტი;

ე) ჩარიცხვის ბრძანების სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაგზავნა - 2019 წლის  27 მარტი;

ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „მარკეტინგის“, „მენეჯმენტისა“ „ფინანსების“ და „საბუღალტრო და საგადასახადო საქმის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს და „ეკონომიკის“, „ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის“ და ,,ბიზნესის ადმინისტრირების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვთ ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი, მიეცეთ შესაძლებლობა 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის სტატუსის აღდგენის უფლების რეალიზაციის შემთხვევაში მათზე რიცხული ფინანსური დავალიანება დაფარონ 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურთან ერთად.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა